მშენებლობაზე 35 წლის მუშა დაიღუპა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, სამშენებლო ობიექტზე მუშა დაიღუპა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 35 წლის კაცს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, შემთხვევა 2 ივნისს მოხდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.