ახალი ამბები

პროკურატურა: გავრცელებულ ვიდეომასალას აუცილებლად შევისწავლით

29 იანვარი, 2014 • • 1050
პროკურატურა: გავრცელებულ ვიდეომასალას აუცილებლად შევისწავლით

ამის შესახებ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, თემურ დოლიძემ ნეტგაზეთს განუცხადა. 

 

“ჩვენც ახლა ვნახეთ ეს ვიდეომასალა. მას აუცილებლად შეისწავლის პროკურატურა. არის თუ არა ის გაყალბებული და ა.შ.”- აცახდებს დოლიძე.

 

ვიდეომასალაში, რომელიც youtube-ზე appolon osman-ის სახელით გავრცელდა, ჩანს ყოფილი შსს და პრემიერ- მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები. 

 

“ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია იქნება დიდი,” – მიმართავს მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. ვიდეოში საუბრის დროს ნახსენებია მუხროვანიც. 

 

ვიდეომასალის ავთენტურობა დადგინილი არ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი