ახალი ამბებირეკლამა

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები გაიმართა

3 ივლისი, 2018 • 1343
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები გაიმართა

26 – 30 ივნისს თბილისში, სპორტკომპლექსში “ახალი თბილისი”, გაიმართა 2018 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური ეტაპი, რომელმაც გამარჯვებული  სკოლები, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოავლინა.

ოლიმპიადა 2018-ის ფინალურ თამაშებში მონაწილეობას იღებდა 2002-2003-2004 წლებში დაბადებული 156 მოსწავლე (გოგონები, ვაჟები) მთელი საქართველოდან.

გამარჯვებულები სპორტის 7 სახებაში: ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, ფრენბურთში, გეზმრბენში და მინიფეხბურთში გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელები ავტომატურად ხდებიან 2020 წლის მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების მონაწილეობის კანდიდატები.

სპორტული ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეების ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია, ის მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. წელს მონაწილეობას  1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე იღებდა.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის დასკვნითი ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია. გენერალური სპონოსრი ვითიბი ბანკია.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი