ახალი ამბები

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად 3 ივლისს აქცია გაიმართება

3 ივლისი, 2018 • 1769
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად 3 ივლისს აქცია გაიმართება

დღეს, 3 ივლისს, 19:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

“ნუ დავტოვებთ მას მარტოს სისტემის ყრუ რკინის კედელთან”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ორგანიზატორების თქმით, რამდენიმე თვეა ზაზა სარალიძე უშედეგოდ იბრძვის სამართლიანობისთვის. რამდენიმე დღეა საჯაროდ ვისმენთ საქმის გამომძიებელთა არაკეთილსინდისიერ, არაპროფესიულ, ხშირად უსინდისო პასუხებს მის სამართლიან შეკითხვებზე. აქცია ორთაჭალაში მდებარე შსს–ს შენობასთან გაიმართება.

2 ივლისს ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია განაახლა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გაათია ღამე.

ზაზა სარალიძე 2017 წლის 2 დეკემბერს დაღუპული დათო სარალიძის მამაა. დათო სარალიძე მოზარდების დაპირისპირების დროს დაიღუპა. სასამართლომ დათო სარალიძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებულს 10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა გამოძიებამ ვერ იპოვა მკვლელი.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ზაზა სარალიძემ აქციები გამართა, რათა გამოძიება სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართულიყო. მისი მოთხოვნის შესაბამისად, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შეიქმნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ასევე, შსს–მ დაიბრუნა საქმე გამოსაძიებლად.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ გამოძიება მიკერძოებულია და დამნაშავეებს ხელს აფარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი