ახალი ამბები

იზორია საიას განცხადებას დადანაშაულებითი ფორმით სისტემის წინააღმდეგ საუბარს უწოდებს

29 იანვარი, 2014 • • 881
იზორია საიას განცხადებას დადანაშაულებითი ფორმით სისტემის წინააღმდეგ საუბარს უწოდებს

იზორია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო პირებს მოუწოდებს, რომ წინასწარ მსგავსი განცხადებების გაკეთებისაგან თავი შეიკავონ:

ლევან იზორია
ლევან იზორია

„მე მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი სისტემა მოწოდებულია და თავის საქმიანობაშიც რეალურად ახორციელებს პრინციპებს, რომლებიც არის მიმართული, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების დაცვაზე, იქნება ეს მოწმე, იქნება ეს დაზარალებული, არ აქვს მნიშვნელობა, ყველასთან მიმართებეაში. ეს არის ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი. აქედან გამომდინარე, თუ გარკვეულ სამართალდარღვევებს ჰქონდა ან ექნება მომავალში ადგილი, ამაზე დაუყოვნებლივ ხდება რეაგირება, ამიტომ ყველა სამართალდარღვევაზე დაწყებულია როგორც გენინსპექციის ფარგლებში, ასევე მე მაქვს ინფორმაცია, რომ რიგ შემთხვევაში პროკურატურაშიც დაიწყო გამოძიება. ამიტომ წინასწარ რაღაც განცხადებების გაკეთება და დადანაშაულება  სისტემისა, რომ ასეთ დარღვევებს ადგილი აქვს, მოვუწოდებდი ყველა არასამათავრობო ორგანიზაციას, მათ შორის კერძო პირსაც, რომ თავი შეიკავონ და ამ შემთხვევაში როგორც გენერალური ინსპექცია, ისე პორკურატურა თავის დასკვნებს გვამცნობს და, შესაბამისად, დასასჯელიც დაისჯება. მაგრამ მერწმუნეთ, იმ ყველა პოლიციელისთვის, ვინც მართლაც მთელი თავისი საქმიანობით და შეგნებით საზოგადოების სამსახურშია, თითოეული თქვენგანის უფლებების დაცვის სამსახურში, ასევე ასეთი წინასწარი განცხადებების და დადანაშაულების ფორმით სისტემის წინააღმდეგ საუბარი იქნებოდა ძალიან ცუდი ფაქტი და დისკრედიტაცია. ამიტომ ვურჩევდი ყევლას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან.“

 

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე ამბობს, ბოლო თვეების განმავლობაში საიას პოლიციელთა მხირდან ძალადობის ფაქტზე არაერთხელ მიმართეს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პირის ასეთი ჩვენება წარმოადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი