ახალი ამბები

ქუთაისის მერიის საჩუქარი შს სამინისტროს

29 იანვარი, 2014 • • 917
ქუთაისის მერიის საჩუქარი შს სამინისტროს

მერიის ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბესო ცქიფურიშვილი ამბობს, რომ კომპიუტერული ტექნიკა, რომლის საერთო ღირებულება 20 ათას ლარს შეადგენს, შს სამინისტროს სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული, ხოლო ახლა, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთრებაში გადაცემა ხდება.

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს ფრაქცია”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე, თუმცა, მისი აზრით, უკეთესია, თუ აღნიშნულ ხარჯებს სამინისტრო გაიღებს:


“საპატრულო პოლიციას ეს იმისთვის ჭირდება, რომ უკეთ იმართოს. როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა აკეთებს იმას, რომ თავისი ფულით ეხმარება სამინისტროს უკეთ მუშაობაში, თან თუ მომართვა იყო და საჭიროება არსებობდა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ სამინისტრო დააფინანსებს, მაგრამ არც იმაში ვხედავ პრობლემას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა დაეხმაროს.”

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემაც დაუჭირა:


“ჩვენ სულ ვუჭერდით ასეთ საკითხებს მხარს და ახლაც დავუჭირე, რადგან ვფიქრობ, რომ შსს-ს ყოველთვის სჭირდება დახმარება უკეთ მუშაობისთვის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი