ახალი ამბები

ქალი, რომელიც მკვდარი ეგონათ და მორგში გადაიყვანეს, ცოცხალი აღმოჩნდა -BBC

2 ივლისი, 2018 • 3284
ქალი, რომელიც მკვდარი ეგონათ და მორგში გადაიყვანეს, ცოცხალი აღმოჩნდა -BBC

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ქალი, რომელიც მკვდარი ეგონათ, მორგში ცოცხალი აღმოჩნდა. BBC-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სასწრაფო დახმარების ექიმებმა ჩათვალეს, რომ დაშავებული გარდაცვლილი იყო და მორგში გადაიყვანეს. როგორც სასწრაფოს ექიმმა მედიას განუცხადა, “ქალს სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა”.

BBC წერს, რომ მორგის თანამშრომელმა ქალის “ცხედარი” მაცივარში შეამოწმა და ნახა რომ სუნთქავდა. ამჟამად ქალი მკურნალობას იოჰანესბურგის საავადმყოფოში გადის.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც BBC-ის უთხრა ქალის ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა, გამოძოების დასრულებამდე ოჯახის წევრები შემთხვევის შესახებ არ ისაუბრებენ, თუმცა ოჯახის წევრი ამბობს, რომ მომხდარზე მათ პასუხები სჭირდებათ.

BBC-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც ქალი დაშავდა, 24 ივნისს მოხდა. შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი