ახალი ამბები

სპეციალური მასწავლებლები მასწავლებლის სტატუსით ისარგებლებენ

2 ივლისი, 2018 • 1519
სპეციალური მასწავლებლები მასწავლებლის სტატუსით ისარგებლებენ

დღეს, 2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, ინკლუზიური განათლებაში ცვლილებები შედის. მათ შორის, სპეციალურ მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი ენიჭებათ.  ამის შესახებ განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები მასწავლებლის სტატუსით ისარგებლებენ. გარდა ამისა, მათი სამუშაო დატვირთვა და სახელფასო განაკვეთი გაუთანაბრდება მასწავლებლისას. განცხადების მიხედვით,  პარალელურად მუშაობა მიმდინარეობს და დამტკიცდება სპეციალური მასწავლებლის დაფინანსების წესი და პროფესიული განვითარების სქემა, რაც მათი პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის საშუალება იქნება.

გარდა ამისა ცვლილებები ეხება შემდეგ საკითხებს:

  • სისტემამ აღიარა ალტერნატიული და გაფართოებული სასწავლო გეგმები;
  • სპეციალურ სკოლებს შეეცვალა სტატუსი და გახდა რესურსსკოლები;
  • გაჩნდა ინტეგრირებული და სპეციალიზებული კლასების ტერმინთა განმარტებები;

 

მასალების გადაბეჭდვის წესი