ახალი ამბებირეკლამა

Charte.ge – დაუფინანსე ინტერნეტის გადასახადი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს

2 ივლისი, 2018 • 4782
Charte.ge – დაუფინანსე ინტერნეტის გადასახადი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს

ლუკა ახლა გადავიდა მე-10 კლასში. მისი ჰობი   თევზაობაა და სურს, მზარეული გამოვიდეს. სასკოლო საგნებიდან ყველაზე მეტად  ქართული უყვარს. როგორც ამბობს, კარგი მასწავლებელი ჰყავდა და ამიტომ. საგანმანათლებლო მიზნებისთვის ახლახან კომპიუტერი აჩუქეს, თუმცა არ აქვს ინტერნეტი.

საქართველოში ათიათასობით სკოლის მოსწავლეს არ აქვს კომპიუტერის ყიდვისა და ინტერნეტის გადახდის საშუალება. მათი უმეტესობა  სოციალურად დაუცველ ოჯახებში, დევნილთა დასახლებებში ან მაღალმთიან რაიონებში ცხოვრობს. სწორედ მათ მხარდასაჭერად შეიქმნა ონლაინ პლატფორმა   Charte.ge,  სადაც ნებისმიერს შეუძლია დაუფინანსოს ყოველთვიური ინტერნეტის გადასახადი და კომპიუტერი მოსწავლეებს.

პროექტი წეროვანის და წილკანის დევნილთა დასახლებით დაიწყო. ამჟამად 265-ზე მეტი კერძო დონორის მხარდაჭერით  126 მოსწავლე ჩართულია ინტერნეტში.

დაახლოებით ათი თვეა, რაც ჩართეს გადმოცემული ლეპტოპით ვსარგებლობ. მას შემდეგ შეიცვალა ჩემი ყოველდღიურობა ცოდნის მოძიების მხრივ.  ინტერნეტი ყველაზე მეტად დამეხმარა იმ პერიოდში, როდესაც სკოლაში საატესტატო გამოცდები იყო, რადგან სხვადასხვა საგანმანათლებლო საიტზე ცოდნას ვიღრმავებდი. .  გამოცდების ჩაბარების გარდა, ის, რაშიც ინტერნეტი ყველაზე მეტად დამეხმარა, იყო ჩამოვყალიბებულიყავი თუ რა პროფესიას მინდოდა გავყოლოდი მომავალში,” – ამბობს ელენე.

კერძო დონორების გარდა, პროექტში ერთვებიან კერძო კომპანიებიც. მაგალითად სულ ცოტა ხნის წინ, BDO საქართველომ და Ernst & Young საქართველომ 20 ბენეფიციარი უზრუნველყო Chromebook-ებით. აგრეთვე საქართველოს ბანკი გახდა პროექტის პარტნიორი და  საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი დვანის სკოლის მოსწავლეები ჩართეს ინტერნეტში.

პორექტს ახორციელებს საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia, რომლის მიზანია მსოფლიო დონის განათლება  ხელმისაწვდომი გახადოს ინტერნეტის და ტექნოლოგიის მეშვეობით, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის. EducareGeorgia.org.

ორგანიზაცია აგრეთვე აქართულებს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორიცაა Khan Academy და Code.org, რომელიც წარმოადგენს უფასო ონლაინ სასწავლო პლატფორმას. კომპიუტერები, რომლებსაც ახალგაზრდებს აწვდიან, სპეციალურად სწავლისთვისაა განკუთვნილი:

“ ინტერნეტის ჩართვის შემდგომ მუდმივი ვუწევთ მათ ონლაინ მენტორობას, ვასწავლით როგორ გამოიყენონ ინტერნეტი განათლებისთვის, ვაწვდით სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსებს და საინტერესო ინფორმაციას. გვყავს არაერთი პარტნიორი, რომელიც ფასიან საგანმანათლებლო სერვისებს უფასოდ აარა მხოლოდ სკოლის საგნის და გამოცდების მომზადებისთვის, არამედ ძლევენ ჩვენს ბენეფიციარებს. კომპიუტერი ჩვენ ბავშვებს ეხმარება კლასგარეშე თვითგანათლებისთვის,” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამჟამად 11 ბავშვია მოლოდინში.  წაიკითხეთ მათ შესახებ ამ ბმულზე და ჩართეთ ინტერნეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი