“მე მჭირდებოდა ამის ჩვენება” – დემნა გვასალიას ყველაზე პირადი შოუ

კათარზისული თვითგამოხტვა იმ ადამიანისგან, ვისი ბავშვობაც ომმა გახლიჩა და გაანადგურა – ასე ახასიათებს ჟურნალი ვოგი დემნა გვასალიას ახალ კოლექციას, რომლის ჩვენებაც პარიზში 1 ივლისს გაიმართა. 

ვეტმანის დამფუძნებელი დემნა გვასალია, რომელიც ერთ-ერთ გამორჩეულ და გავლენიან დიზაინერად ითვლება მსოფლიოში, ამბობს, რომ ახალ კოლექციას საქართველოს უძღვნის, თავად კი ამ ჩვენებას მის ყველაზე პირად კოლექციას უწოდებს.

“ეს ჰგავდა ჩემი ცხოვრების დოკუმენტური ფილმის გაფორმებას, ამ კოლექციას საქართველოს ვუძღვნი, სადაც მე და ჩემი ძმა გურამი 90-იან წლებში გავიზარდეთ ომის დროს. ამ შოუთი შევეცადე პირისპირ შემეხედა იმ შიშისთვის, შფოთისა და ტკივილისთვის, რომელსაც აქამდე არ ვიხსენებდი”,- ამბობს გვასალია.

ვოგი წერს, რომ ორი წლის განმვალობაში გვასალია თერაპევტთან დადიოდა, რათა ამ კოლექციისთვის მომზადებულიყო:

“ვფიქრობდი, მოდი, უბრალოდ გავაკეთებ, არასდროს მიგრძვნია თავი შემოქმედებითად უფრო ბედნიერად, ამიტომ გამიჩნდა განცადა, რომ უსაფრთხოდ ვარ და შემიძლია ამ ყველაფრის სხვებისთვის ჩვენებაც”.

დემნა გვასალიამ პოდიუმი პარიზის პერიფერიაში მოაწყო, სადაც მიგრანტები, ახლო აღმოასვლეთიდან კონფლიქტების გამო გადაადგილებული ადამიანები ცხოვრობენ. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება? – მგრძნობელობისგან დაცლილი ირონიას, თუ მითითებას ყველასთვის, საით უნდა გაიხედონ და რაზე უნდა კონცენტრირდნენ?

“დღეს ყველა საუბრობს ომზე, ლტოლვილებზე და მე ზუსტად ვიცი, ეს რას ნიშნავს, ძალიან უცნაურია, როცა  ყველაფერი შენი ცხოვრების შესახებაა და ასევე ამ ყველაფერს CNN-ზე ხედავთ”.- ამბობს დემნა. 

დემნა გვასალია 1981 წელს სოხუმში დაიბადა.  10 წლის იყო, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო და ძმასთან, დედასთან და ბებიასთან ერთად  მთების გავლით გაიქცა. მათ მანქანის მიტოვება მოუწიათ და გზა ფეხით განაგრძეს. იძულებული გახდნენ, რომ კალაშნიკოვი გაეყიდათ, რათა ბებიისთვის ცხენი  ეყიდათ. საბოლოოდ გვასალიების ოჯახი თბილისში დასახლდა.

რას ნახავთ ვეტმანის ახალ კოლექციაში – ტატუირებულ მაისურებს, რომლებიც ადრე მარჯიელამ და ჟან პოლ გოტიემ გამოიყენეს, გვასალიამ მისი სამოსისთვის საქართველოში არსებული “ქურდული ავტორიტეტებისთვის” დამახასიათებელი ტატუები დაიტანა; მაისურს, წარწერით სოხუმი; საქართველოს, უკრაინის რუსეთის, აშშ-ის და თურქეთის დროშების გამოსახულებით  ქურთუკებს; კლუბებში, ბასიანში და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძახილს- “ჩვენ ვცეკვათ ერთად და ვიბრძვით ერთად”; მაისურებზე დატანილ ქართულ სიტყვებს ლგბტქი დროშის ფერებში.

მოდელები შოუსთვის გვასალიამ საქართველოდან, ქუჩიდან შეარჩია. ამბობს, რომ მათ მიმართ ემპათიითა განწყობილი:

“მე მათ ვიყენებ ახალგაზრდობის ხმად, რომელსაც პოლიტიკური რეჟიმი ახშობს, მათ არ შეუძლიათ დემონსტრაციის გამართვა და იმის თქმა, რასაც ფიქრობენ – ეს არ არის ნამდვილი თავისუფლება. მეც ვცხოვრობდი ასე და ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და ამის ჩვენება მჭირდებოდა”.

ვოგი წერს, რომ გვასალიას მესიჯები დიდ გავლენას მოახდენს. ჟურნალმა გვასალიას ფრაზის “უფალო შეგვიწყალენ” გამოყენების მოტივაციის შესახებაც ჰკითხა:

“საქართველოში ორი კლუბი დახურეს და მღვდლები გამოვიდნენ, რათა კლუბების დახურვის საწინააღმდეგო პროტესტი ჩაეხშოთ.”

ამავე თემაზე გირჩევთ

დემნა გვასალიას ვეტმანის ჩვენება – ახალი ფოტოები

ვეტმანის ახალი კოლექციის მთავარი თემა ომია. გვასალიების ოჯახის ტრავმა, რომელიც 1993 წელს სოხუმიდან გაქცევას უკავშირდება, ამ კოლექციაში ძალიან ნათლად ჩანს. ამ ომს ვოგი ყველაზე გაუშუქებელ ომს უწოდებს, ასე ფიქრობს დემნაც:

“ვინ იცის ამ ტერორის შესახებ?”

სწორედ ამიტომ, ვეტმანმა შექმნა აპლიკაცია. რომელიც ტანსაცმლზე დატანილი კოდების სკანირების შემდეგ, ტელეფონი მომხმარებელს გადაიყვანს ვიკიპედიის გვერდზე, სადაც საუბარია “აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდის შესახებ”. აპლიკაცია ასევე ავტომატურად თარგმნის იმ სიტყვებს, რომლებიც გვასალიამ ტანსაცმელზე ქართულად და რუსულად დაიტანა. 

ეს ტერორი შეიჭრა ვეტმანის პოდიუმზე, ნიღბიანი კაცი, შავ პიჯაკში და ჩვეულებრივი ტიპები მეზობლების დასახოცად მზად არიან, თავად დემნასაც ეცვა მაისური, რომელზეც ტყვიის სამიზნე ეხატა. 

“ეს იმიტომ, რომ მეც ვიყავი სამიზნე”

ვოგი თვლის, რომ ბევრი თვალსაზრისით ეს რევოლუციური შოუ იყო – ტყვიის ფორმის ქუსლებით და სამკაულებით, ნაციონალიზმის საშიში გამოსახულებებით, როდესაც საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, აშშ-ის და რუსეთის დროშები ქურთუკებით გამოვიდნენ მოდელები პოდიუმზე. თუმცა, როდესაც პოდიმზე ქურთუკით გამოვიდა ერთ-ერთი მოდელი, მას ზურგზე სოლიდარობის გამომხატვეელი მესიჯი ეწერა იმ თაობისთვის, ვინც დემნა გვასალიას უკან დგას.

“ხედავთ ამ მუშტს, ქართულად მას აწერია – საკმარისია”.

ჩვენ ვცეკვავთ ერთად და ვიბრძვით ერთად – ვეტმანის მოდის ჩვენება, ფოტო:ვოგი

ქურდული ატრიბუტიკა ტანსაცმელზე – ვეტმანის მოდის ჩვენება, ფოტო:ვოგი

ტყვიები ბოტასებში – ვეტმანის მოდის ჩვენება, ფოტო: ვოგი

ვეტმანის მოდის ჩვენება, ფოტო: ვოგი

ქურდული ატრიბუტიკა ვეტმანის ახალ კოლექციაში – ვეტმანის მოდის ჩვენება, ფოტო: ვოგი

ტვეიბი მაისურზე, ტყვიის ფორმის გულსაკიდი და ტვიები ფეხსაცმელზე – ვეტმანის მოდის ჩვენება, ფოტო: ვოგი

ვეტმანის მოდის ჩვენება, ფოტო: ვოგი

ვეტმანის მოდის ჩვენება ფოტო: ვოგი

კოსტიუმი, რომლიეც დემნა გვასალიას აზრით ომს განასახიერებს, ვეტმანის მოდის ჩვენება, ფოტო: ვოგი

წარწერა ლგბტქი დროშის ფერებში – ვეტმანის მოდის ჩვენება, ფოტო: ვოგი

ტყვიის სამიზნით მოხატული მაისური – ვეტმანის მოდის ჩვენება, ფოტო: ვოგი

ომი, ვეტმანის მოდის ჩვენების მთავარი თემა, ფოტო: ვოგი

რუსული შარფის თემატიკით შექმნილი კაბა- ვეტმანის მოდის ჩვენება, ფოტო: ვოგი

საქართველოს დროშის პრინტით შექმნილი ქურთუკი – ვეტმანის მოდის ჩვენება, ფოტო: ვოგი

უკრაინის დროშის პრინტით შექმნილი ქურთუკი – ვეტმანის მოდის ჩვენება, ფოტო: ვოგი

რუსეთის დროშის პრინტით შექმნილი ქურთუკი – ვეტმანის მოდის ჩვენება, ფოტო: ვოგი

ომი, ვეტმანის მოდის ჩვენების მთავარი თემა, ფოტო: ვოგი

თავისუფალი ზონა – წარწერა ქურთუკზე – ვეტმანის მოდის ჩვენება, ფოტო:ვოგი

ვეტმანის მოდის ჩვენება, ფოტო:ვოგი

უფალო შეგვიწყალე წარწერა მაისურზე-ვეტმანის მოდის ჩვენება

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com