ახალი ამბები

აკრძალვის მიუხედავად, სტამბოლში გეი პრაიდი მაინც გაიმართა[ვიდეო]

2 ივლისი, 2018 • 5402
აკრძალვის მიუხედავად, სტამბოლში გეი პრაიდი მაინც გაიმართა[ვიდეო]

თურქეთში ლგბტ აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა გეი პრაიდი, აკრძალვის მიუხედავად, მაინც ჩაატარეს. ათასამდე ადამიანი სტამბოლის ცენტრში ლგბტ დროშებითა და ტრანსპარანტებით გამოვიდა.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზების ფონზე სპეციალური განცხადება წაიკითხეს, რომლითაც ლგბტ თემის მიმართ მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკეს.

“ადმინისტრაციამ ღონისძიების აკრძალვა თავდაცვის ფაქტორით ახსნა, რაც ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ცინიკურია. ჩვენი მარშის მონაწილეები აკრძალვის გარეშე 13 წლის მანძილზე გამოდიოდნენ”, – აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

პრაიდის დაწყებიდან მალევე, ღონისძების გაგრძელებას ხელი შეუშალა პოლიციამ, რომელმაც ზოგიერთი აქტივისტის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებიც გამოიყენა. “Amnesty International”-ის ცნობით, პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა, რომლებსაც “მალე” გაათავისუფლებენ.

სტამბოლის გეი პრაიდი, რომელიც თურქეთში 2003 წლიდან მშვიდობიანად ტარდებოდა, ბოლო 4 წელია ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ იკრძალება. აქტივისტების ინფორმაციით, გასული წლების მსგავსად, ადმინისტრაციამ მათ ამჟამადაც განუცხადა, რომ ღონისძიების უსაფრთხოების გარანტიას ვერ გასცემდა.

გასულ წლებში აკრძალვის პირობებში ჩატარებული პრაიდი პოლიციასთან დაპირისპირებით სრულდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი