ახალი ამბები

ხაშურში, წყალში ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

2 ივლისი, 2018 • 2943
ხაშურში, წყალში ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ხაშურში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ აღმოჩენილია ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“შეტყობინება მას შემდეგ შემოვიდა, როდესაც მოქალაქემ საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა.

სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო ადგილობრივი პოლიცია და სამაშველო ჯგუფები”, – აცხადებენ უწყებაში.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი