გომბორის გზაზე ტურისტების ავტობუსი გადაბრუნდა

დღეს, 1 ივლისს გომბორის ურელტეხილზე ტურისტებით სავსე ავტობუსი გადატრიალდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com