საოკუპაციო ხაზთან არასრულწლოვანი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სუს-ის ცნობით,  ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით,  საოკუპაციო ხაზთან დაკავებული არასრულწლოვანია.

“პირადად ვესაუბრე ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელობას. ისინი ხაზზე არიან, რათა ბავშვი დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული. ნებისმიერ ასეთი მოქმედება უკანონოა. მით უფრო როდესაც არასრულწლოვანს აკავებენ. ჩვენი მოთხოვნაა შაბათ-კვირის მიზეზით, რომ ამ დღეებში მოლაპარაკებებს ვერ გამართვენ, ბავშვის გათავისუფლება არ შეყოვნდეს,”-აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი “პირველ არხთან” საუბრისას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.