ახალი ამბები

ხაშურში კაცი მოკლეს

30 ივნისი, 2018 • 1801
ხაშურში კაცი მოკლეს

ხაშურში კაცი დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცალა.  შსს-ს ინფორმაციით, გუშინ, 29 ივნისს ურთიერთშელაპარაკების დროს ორი კაცი დაიჭრა. შსს-ში აცხადებენ, რომ კონფლიქტში სულ სამი ადამიანი მონაწილეობდა.

საქმეზე გამოძიება 19-109 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში. შსს-ს ცნობით, ამ დრომდე დაკავებული არავინაა. შემთხვევა გუშინ, 29 ივნისს მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი