ახალი ამბები

დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინთან შეხვედრაზე ყირიმის ანექსიის საკითხზე ისაუბრებს

30 ივნისი, 2018 • 1721
დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინთან შეხვედრაზე ყირიმის ანექსიის საკითხზე ისაუბრებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე, ყირიმის ანექსიის საკითხზე ისაუბრებს. ტრამპი აცხადებს, რომ ყირიმის გარდა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრებს სირისა და აშშ-ს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზეც. Bloomberg-ის ინფორმაციით, ტრამპი-პუტინის შეხვედრა 16 ივლის არის დაგეგმილი. შეხვედრა ფინეთში, ჰელსინკში უნდა გაიმართოს.

“ვლადიმერ პუტინთან ყველა საკითხზე ვისაუბრებ”-უთხრა აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

Bloomberg წერს, რომ კვებეკში თვის დასაწყისში გამართულ დიდი შვიდიანის სამიტზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთმა ყირიმში დიდი ინვესტიცია განახორციელა. “რუსეთი ყირიმში მშენებლობებზე ბევრ ფულს ხარჯავს,”-განაცხადა ტრამპმა.

აშშს-ს პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ე.წ დიდ რვიანს რუსეთი კვლავ უნდა შეუერთდეს.  დიდი რვიანი რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი