ახალი ამბები

ლგბტ აქტივისტი ამბობს, რომ ჰომოფობიურ ნიადგაზე ადამიანებს თავს დაესხნენ

30 ივნისი, 2018 • 1831
ლგბტ აქტივისტი ამბობს, რომ ჰომოფობიურ ნიადგაზე ადამიანებს თავს დაესხნენ

ლგბტ აქტივისტი კობა ბიწაძე აცხადებს, რომ 30 ივნისს, გვიან ღამით Success Bar-ის გარეთ, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს ბარის სტუმრებს დაესხა. კობა ბიწაძის თქმით, ფიზიკური დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს. ატივისტი განმარტავს, რომ ეს არის გეი ბარი და როდესაც ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა, რომლებმაც იქ გაიარეს ეს აღმოაჩინეს, თავდასხმა ამის შემდეგ მოხდა.

“შსს-ს ამბობდა, რომ დაპირისპირების მიზეზი თითქოს ის გახდა, რომ ხმაურით მეზობლები შეწუხდნენ. ეს ტყუილია და მეზობლების გამო თავდასხმა არ მომხდარა. თავდასმაში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებმაც გამოიარეს და აღმოაჩინეს რომ გეი ბარი იყო და ამის გამო მოხდა თავდასხმა. როგორც ვიცი, რამდენიმე ადამიანმა პოლიცია გამოიძახა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მივიდნენ,”-ამბობს კობა ბიწაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთ განუცხადეს, რომ დღეს კონფლიქტში მონაწილე ადამიანები გამოკითხვაზე არიან დაბარებულები. ამის შემდეგ გახდება ცნობილი დაიწყებს თუ არა შსს ფაქტზე გამოძიებას. შსს-ში ასევე აცხადებენ, რომ დაპირისპირების დროს არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი