ახალი ამბები

გუდიაშვილის მოედანზე არქეოლოგიური მასალა, მოჭიქული კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინეს

30 ივნისი, 2018 • 2659
გუდიაშვილის მოედანზე არქეოლოგიური მასალა,  მოჭიქული კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინეს

თბილისის მერიის ინფორმაციით, გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს. ახოსპირელის N4-ში მდებარე სარდაფის სხვადასხვა ზომის ქვევრში დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი და საშულო და მცირე ზომის ჭინჭილა აღმოჩნდა.

მერიის ცნობით, ხუთივე ჭურჭელი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. გარდა ამისა, ერთ-ერთ ქვევრში სპილენძის გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში აღმოჩნდა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანიები – „ინსი“ და „ანაგი“ ახორციელებენ. მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოების დროს კომპანიებს ზედამხედველობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი