ახალი ამბები

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

30 ივნისი, 2018 • 1821
სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მონიტორინგის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი და  „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირი“-ს ხელმძღვანელი დააკავეს.

სუს-ში აცხადებენ, რომ დაკავებულები თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის შვილს თელავში, სამხედრო ქალაქის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი ფართის  საკუთრებაში გადაცემას დაპირდნენ. უწყების თანახმად, საცხოვრებლის გადაცემის სანაცვლოდ, მათ პირს  4000 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას  6-დან 9  წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი