ახალი ამბები

100 მიგრანტი დაიღუპა ნავის ჩაძირვის შემდეგ ლიბიის სანაპიროსთან

29 ივნისი, 2018 • 2809
100 მიგრანტი დაიღუპა ნავის ჩაძირვის შემდეგ ლიბიის სანაპიროსთან

სულ მცირე ასი მიგრანტი და დევნილია გაუჩინარებული ლიბიის სანაპიროსთან ჩაძირული ნავის შემდეგ და ვარაუდობენ, რომ ისინი დაიღუპნენ.

ინფორმაციას ალჯაზირა ავრცელებს ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით.

ნავზე მყოფი მიგრანტებიდან, სავარაუდოდ, მხოლოდ 14 გადარჩა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ზუსტად რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ნავზე.

112 ადამიანი დაიღუპა ივნისის დასაწყისში, როდესაც მიგრანტებითა და დევნილებით სავსე ნავი ტუნისთან ახლოს ჩაიძირა.

მიგრანტები ნავზე ივნისის დასაწყისში. ფოტო: ლიბიის სანაპირო დაცვა

2017 წელს ხმელთაშუა ზღვით  ლიბიიდან იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დაახლოებით 120 ათასი მიგრანტი გაეშურა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს 3 ათასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი