ახალი ამბებიხელოვნება

გუდიაშვილის მოედანზე მოჭიქული კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინეს

29 ივნისი, 2018 • 3809
გუდიაშვილის მოედანზე მოჭიქული კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინეს

თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს.

“ბ. ახოსპირელის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი – დიდი, საშუალო და მცირე ზომის მოჭიქული სამი დოქი, ასევე, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილა აღმოჩნდა. ხუთივე ჭურჭელი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. ისინი ზუსტად იმეორებენ ცოტა ხნის წინ  გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა. კერამიკული ნაწარმი, შესაძლოა, გვიანი შუა საუკუნით დათარიღდეს”, – ნათქვამია თბილისის მერიის 29 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

ამის გარდა ერთ-ერთ ქვევრში  სპილენძის აზარფეშა – გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში აღმოჩნდა.

დედაქალაქის მერია და თბილისის განვითარების ფონდი  პროექტისახალი ტფილისიფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებენ.

სამუშაოებს სამშენებლო კომპანიები – „ინსიდაანაგიახორციელებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი