კახეთში ხანძარს 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

დღეს, 29 ივლისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაშენში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და სასხვენო გადახურვა – 225 კვ.მ. მათი ცნობით, ადგილზე მუშაობდა 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება 9 წუთში მოახერხეს, თუმცა ბავშვის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. მათი ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

დღესვე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში, კულტურის სახლში გაჩენილი ხანძარს შედეგად შენობის სასხვენო გადახურვის ნაწილი დაიწვა.

ტყიბულში კულტურის სახლის ნაწილი დაიწვა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.