ახალი ამბები

ტემპერატურამ შესაძლოა +43 გრადუსს მიაღწიოს – გარემოს ეროვნული სააგენტო

29 ივნისი, 2018 • 3549
ტემპერატურამ შესაძლოა +43 გრადუსს მიაღწიოს – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, 30 ივნისიდან 4 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივნისიდან 4-ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ   +40, +43 გრადუსს მიაღწიოს.

დასავლეთ საქრთველოში, ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ქ. თბილისში კი ჰაერის ტემპერატურა +38, +40 გრადუსი იქნება.

როგორ დავიცვათ ბავშვები სიცხისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი