ირაკლი ნოზაძის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრადებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წინასწარი პატიმრობა შეეფერდა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ პირსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი 26 ივნისს დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს. სსკ-ს 19-108-ე მუხლი თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობას, ( 376-ე მუხლს) ამ შემთხვევაში სასჯელი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს თბილისში დაჭრეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.