ახალი ამბები

ბრალდებულები ავტომობილის უხარისხო ზეთს “მობილის” სახელით ყიდდნენ – საგამოძიებო სამსახური

29 ივნისი, 2018 • 5604
ბრალდებულები ავტომობილის უხარისხო ზეთს “მობილის” სახელით ყიდდნენ – საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით პროდუქციის გასაღების ბრალდება ორ პირს წაუყენა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში უკანონოდ იყენებდნენ ავტომანქანის ძრავის ზეთის მწარმოებელი კომპანია “მობილის” სასაქონლო ნიშანს და აღნიშნული ბრენდის სახელით ასაღებდნენ ძრავის დაბალი ხარისხის იაფფასიან ზეთს.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა მოცულობის ჭურჭელში დაფასოებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, ჯამში, 800 ლიტრი ავტომანქანის ძრავის ზეთი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით

მასალების გადაბეჭდვის წესი