ახალი ამბები

პრემიერი გამოცდებზე უკონდიციონერობას უარყოფითად აფასებს

29 ივნისი, 2018 • 5617
პრემიერი გამოცდებზე უკონდიციონერობას უარყოფითად აფასებს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში კონდიციონერის ჩართვის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს, 29 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე ამ საკითხს განიხილავენ. პრემიერი უარყოფითად აფასებს ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვას მხოლოდ რუსთავში.

“ჩემი შეფასებით, ეს გარემოება ძალიან ცუდია. დღეს, მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ,  თუ როგორ შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს. ამ საკითხის დაგეგმვა ალბათ უკეთ შეიძლებოდა. აუცილებლად გავერკვევი დეტალებში, თუ რატომ დადგა ასეთი გარემოება ,” – განაცხადა მამუკა ბხტაძემ.

ერთიან ეროვნული გამოცდებზე, რომელიც 2 ივლისს იწყება, კონდიციონერი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში.

ეროვნული გამოცდების ცენტრის ცნობით, რუსთავი შეირჩა საპილოტე პროგრამის ფარგლებში და სწორედ ამიტომ დამონტაჟდა იქ კონდიციონერი. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ შენობა ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ მუდმივად მზის ქვეშაა.

ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონერი მხოლოდ რუსთავში იქნება

მასალების გადაბეჭდვის წესი