GIPA საქართველოს რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კვირეულს იწყებს

დამოუკიდებელ ქვეყანას თავისუფალი ადამიანები ქმნიან – ჩვენი ქვეყნის ისტორია დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ნათელი მაგალითია. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე გასული საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობს, „თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია….“

GIPA-ს მანდატი კვალიფიციური, პასუხისმგებლობით და პიროვნული თავისუფლებით აღსავსე თაობის აღზრდაა, რომელიც ქმნის და ცვლის რეალობას, აყალიბებს დემოკრატიულ ღირებულებებს, ემსახურება სამართლის უზენაესობას, მოქმედებს ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ასეთი ადამიანები მოიპოვებენ დამოუკიდებლობას და ქმნიან თავისუფალ გარემოს.

სწორედ ამიტომ, 16-20 ივლისს, GIPA იწყებს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულს – „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ“, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის ტარდება.

ღონისძიება გახსნილია და მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, საჯარო ლექციებს წაიკითხავენ:

16 ივლისი /გიორგი კეკელიძე – „მე-20 საუკუნის ადამიანები და მათი როლი ქვეყნის დამოუკიდებლობაში“ (მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე). დარეგისტრირდი აქ: https://goo.gl/NLVobf

17 ივლისი /ბექა კობახიძე – „საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიული კონტექსტი“ (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა). დარეგისტრირდი აქ: https://goo.gl/F2t1A4 

18 ივლისი /გიორგი ოთხმეზური – „ქართული სახელმწიფოებრიობა“ (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა). დარეგისტრირდი აქ: https://goo.gl/BZjppQ 

 

19 ივლისი /მზექალა შანიძე – „ქართული ენის ისტორია და მისი ადგილი ქართულ საზოგადოებაში“  (საქართველოს პრეზიდენტის სასახლე).დარეგისტრირდი აქ: https://goo.gl/d4mFyE ​

20 ივლისი/გიორგი მარგველაშვილი – „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ„ (საქართველოს პრეზიდენტის სასახლე). დარეგისტრირდი აქ: https://goo.gl/4y2Q4i

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი