ახალი ამბები

ამერიკული გამოცემა Capital Gazette-ის შენობაში ცეცხლი გახსნეს – მოკლულია რამდენიმე ადამიანი

29 ივნისი, 2018 • 1737
ამერიკული გამოცემა Capital Gazette-ის შენობაში ცეცხლი გახსნეს – მოკლულია რამდენიმე ადამიანი

აშშს შტატ მერილენდში ამერიკული გამოცემა Capital Gazette-ის ნიუსრუმში ცეცხლი გახსნეს. თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის თანახმად, პოლიციამ ერთი ბრალდებული უკვე დააკავა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი.

შენობაში მყოფი გამოცემის თანამშრომლები სოციალური ქსელ Twitter-ის მეშვეობით თავდასხმის შესახებ ყვებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი ფილ დევისი წერს : არაფერია იმაზე შემაძრწუნებელი, ვიდრე გესმოდეს, თუ როგორ ესვრიან რამდენიმე ადამიანს მაშინ, როდესაც შენ შმერხის ქვეშ ზიხარ და შემდგომ გესმის იარაღის მომართვის ხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი