ახალი ამბები

გუდაურში სატრანსპორტო საშუალების დემონტაჟის დროს მუშა გარდაიცვალა

28 ივნისი, 2018 • 2395
გუდაურში სატრანსპორტო საშუალების დემონტაჟის დროს მუშა გარდაიცვალა

შსს-ს ინფორმაციით, გუდაურში, ავტოსადგომის ტერიტორიაზე მიმდინარე სატრანსპორტო საშუალების – ე.წ. მუხლუხა ტვირთამწის დემონტაჟის დროს 36 წლის მუშა გარდაიცვალა. როგორც უწყება განცხადებაში აღნიშნავს, დემონტაჟის დროს ამწეს დეტალი მოსწყდა და გარდაცვლილს დაეცა. იგი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი