ახალი ამბები

დეპუტატ ბაქრაძის მიერ კრიპტოვალუტით მიღებული შემოსავალი

28 ივნისი, 2018 • 3917
დეპუტატ ბაქრაძის მიერ კრიპტოვალუტით მიღებული შემოსავალი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ 2017 წელს 6000 დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა იყიდა.

ამის შესახებ მის მიერ ცოტა ხნის წინ შევსებულ დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელიც გასული წლის ქონებრივ მდგომარეობას ასახავს.

ბაქრაძეს მითითებული არ აქვს, რა ტიპის ან რა რაოდენობის კრიპტოვალუტა აქვს ნაყიდი. თუმცა, დეპუტატის დეკალრაციის თანახმად, იმავე წელს მან კუთვნილი კრიპტოვალუტა გაყიდა და 26000 დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს ნიშნავს, რომ დეპუტატმა სარგებელი სწორედ იმ კრიპტოვალუტის რეალიზაციისაგან მიიღო, რომელიც 2017 წელს შეიძინა, რადგან მანამდე, 2015 ან 2016 წლებში მას კრიპტოვალუტა არ უყიდია.

სრულად ბაქრაძის დეკლარაციას შეგიძლია გაეცნოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი