ახალი ამბები

სვანიძის ქუჩაზე ცხედრის პოვნის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

28 ივნისი, 2018 • 1505
სვანიძის ქუჩაზე ცხედრის პოვნის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

სვანიძის ქუჩაზე აღმოჩენილი ცხედრის საქმეზე პოლიციამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

როგორც შსს–მ განმარტა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის ზომად 7–დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღეს, 28 ივნისს, სვანიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ იგი დიდი ხნის დაღუპულია, არ აქვს კიდურები. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადატანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი