ახალი ამბებირეკლამა

მთელი საქართველოს ბანკი

27 ივნისი, 2018 • 1793
მთელი საქართველოს ბანკი

მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, კომპანიის ახალი დაპირება წარადგინა. დღეს, საქართველოს ბანკს 2 000 000-ზე მეტ მომხმარებელთან აქვს ურთიერთობა მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც დასტურია იმისა, რომ წლების განმავლობაში კომპანია სწორი გზით ვითარდებოდა. ეს არ არის უბრალოდ რიცხვი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან 2 000 000 ადამიანი ნიშნავს ამდენივე განსხვავებულ ღირებულებას, მიზანს და სურვილს. საქართველოს ბანკი პირველივე დღიდან ცდილობს საბანკო მომსახურება გახადოს ყველასათვის  ხელმისაწვდომი და თითოეულ ადამიანს მათი სურვილების განხორციელებაში დაეხმაროს.

საქართველოს ბანკმა გასულ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში არაერთი ნოვაცია შემოიტანა და დანერგა საბანკო მომსახურების სფეროში: საქართველოს ბანკი იყო პირველი 1996 წელს, რომელმაც საქართველოში Western Union-ში შემოიყვანა. ამავე წელს შექმნა პირველი პლასტიკური ბარათი – Georgian Card-, ხოლო 1998 წელს დადგა პირველი ბანკომატი საქართველოში. მომხმარებელს ბანკმა პირველად შესთავაზა ისეთი ინოვაციური სერვისები და პროდუქტები, რომელიც  როგორც კლიენტებს უმარტივებდა ამოცანებს, მეტ შესაძლებლობას აძლევდა და ბანკთან თანამშრომლობის კულტურას უყალიბებდა, ამავე დროს ქვეყანაში ბევრ მნიშვნელოვან ბიზნესმიმართულებას ავითარებდა. 2012 წელს  საქართველოს ბანკი იყო პირველი ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ ლისტინგში განთავსდა.

„დღეს თითოეული ჩვენგანის განსხვავებული და ინდივიდუალური მიზანი სამყაროში აღარ არსებობს განყენებულად და მჭიდრო კავშირშია მთელ საზოგადოებასთან. საქართველოს სწორედ თითოეულის ინდივიდუალური ხედვა ქმნის, თითოეული ჩვენი ქმედება გავლენას ახდენს არა ერთ, არამედ მილიონობით სხვა ადამიანზე. საკუთარი ღირებულებებით, გრძნობებით და სურვილებით ჩვენ ერთად ვქმნით ახალ, უკეთეს საქართველოს, რომელიც მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ეს საქართველო ეკუთვნის ყოველ ჩვენგანს. ჩვენთვის კი პატივია ვიყოთ სწორედ ასეთი – მთელი საქართველოს ბანკი!”- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

მთელი საქართველოს ბანკმა, ახალი ბრენდის დაპირების წარდგენის ფარგლებში, შექმნა უნიკალური ონლაინ პლატფორმა www.bankof.ge ყველა ადამიანს შესაძლებლობა აქვს ეწვიოს ვებგვერდს, უპასუხოს მარტივ კითხვებს და აღმოაჩინოს მისი საკუთარი საქართველო. ეს არის უნიკალური შესაძლებლობაინდივიდუალური ხედვით, ღირებულებებით, გრძნობებით და სურვილებით თავად შექმნას  საკუთარი ვიდეოთუ როგორია მისი საქართველო. ვიდეოს შექმნისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.bankof.ge  

მასალების გადაბეჭდვის წესი