ახალი ამბები

მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე ინტერესი არცერთმა კომპანიამ გამოხატა – კალაძე

27 ივნისი, 2018 • 2259
მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე ინტერესი არცერთმა კომპანიამ გამოხატა – კალაძე

თბილისში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე ინტერესი არცერთმა კომპანიამ გამოხატა. ამის შესახებ დღეს, 27 ივნისს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერიის ინიციატივით, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად თბილისში სამი ადგილი დაინტერესებულ კერძო კომპანიებს ერთ ლარად გადაეცემოდათ. კახა კალაძის თქმით, ამ სამ ადგილზე დაახლოებით 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი.

“რამდენიმე კვირის წინ გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა მიწისქვეშა პარკინგებთან დაკავშირებით. სამი ლოკაცია იყო შერჩეული: ვარკეთილის მეტროს, გეგეშიძის სკვერის მიმდებარე და ვაგზლის მოედნის ტერიტორიები. ვფიქრობთ, ამ ადგილებში შესაძლებელია მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა. 22 ივნისს დასრულდა პროცესი და, სამწუხაროდ, ინტერესთა გამოხატვაში არცერთმა კომპანიამ განაცხადი არ წარმოადგინა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ მიმართულებით ბიზნესის აქტიურობა საკმაოდ დაბალია,”-აცხადებს თბილისის მერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი