ახალი ამბები

შენობის ნგრევის საფრთხის გამო, ომბუდსმენის ოფისი დროებით აჩერებს მუშაობას

26 ივნისი, 2018 • 2117
შენობის ნგრევის საფრთხის გამო, ომბუდსმენის ოფისი დროებით აჩერებს მუშაობას

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი საგანგებო რეჟიმზე გადადის და 2018 წლის 2 ივლისამდე აჩერებს სამუშაო პროცესს. ამის მიზეზი გახდა შენობის დაზიანების სიმძიმე.

“ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სახალხო დამცველის აპარატის შენობას ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაუდგინდა მესამე ხარისხის დაზიანება; ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწვევს ბიძგებს, რაც ისედაც ავარიულ შენობას დამატებით საფრთხეს უქმნის”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ომბუდსმენის ოფისის ცნობით, მთავრობის უახლოეს სხდომაზე დაგეგემილია სახალხო დამცველის აპარატისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა, რაც დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების შესაძლებლობას იძლევა, სახალხო დამცველის აპარატი კი ყველა ღონეს იხმარს, რათა არ შეფერხდეს საქმისწარმოების პროცესი.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, განცხადებები დატოვონ მისაღებში, თუმცა მათი რეგისტრაცია მხოლოდ ორშაბათიდან მოხერხდება.

ცვლილება ასევე შეეხება ცხელი ხაზის რეაგირების ჯგუფს. დროებით ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება ნომერზე – 598083006. ასევე, მიმართვა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე info@ombudsman.ge.

მიმდინარე წლის 6 ივნისს მომხდარი მცირე სიძლიერის მიწისძვრის შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია მანამდეც ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობის კიდევ უფრო დაზიანებული კედლები.

ბზარი სახალხო დამცველის ოფისში © ნინო ლომჯარია

ბზარი სახალხო დამცველის ოფისში © ნინო ლომჯარია

ბზარი სახალხო დამცველის ოფისში © ნინო ლომჯარია

მასალების გადაბეჭდვის წესი