ახალი ამბები

დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელი სააპელაციომაც გაამართლა

26 ივნისი, 2018 • 12335
დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელი სააპელაციომაც გაამართლა

დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.

თევზაძის გამამართლებელი განაჩენი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 9 ივნისს გამოიტანა.

22 წლის დემურ სტურუამ გასული წლის 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, თავი მოიკლა პოლიციელ გოდერძი თევზაძის ზეწოლის გამო.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი 29 აგვისტოს წაუყენა თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით.

სასამართლომ გოდერძი თევზაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. პოლიციელი მიმალვაში იმყოფებოდა და პროკურატურას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. თევზაძე პროკურატურას 13 სექტემბერს ჩაბარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი