სასამართლომ ანანია გაჩეჩილაძე 100 ლარით დააჯარიმა

დღეს, 26 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ანანია გაჩეჩილაძე წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და 100 ლარით დააჯარიმა. ქართული პრეზერვატივის კომპანიის, “აიისას” დამფუძნებელი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

  • ანანია გაჩეჩილაძე პოლიციამ მიმდინარე წლის 17 მაისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

“აიისას” დამფუძნებელი სამართალდარღვევას უარყოფს და აცხადებს, რომ პოლიციელი სასამართლოს დარბაზში იტყუებოდა. მისი თქმით, მოსამართლე მთლიანად ენდო პოლიციელის ნათქვამს და არ დაინტერესებულა დეტალებით.

პოლიციელის თქმით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ბევრი ადამიანის თვალწინ შეიგინა ანანია გაჩეჩილაძემ. “აიისას” დამფუძნებელი კი ამბობს, რომ საერთოდ არ შეუგინებია და პოლიციელი ლაშა ყაველაშვილი ცრუობს.

დაკავების საქმე რამდენიმე დღეში უნდა განხილულიყო, თუმცა, როგორც ანანია გაჩეჩილაძე ამბობს, თბილისის საქალაქო სასამართლო “აიისას” პირველი საქმის დასრულებას დაელოდა.

ანანიას თქმით, დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა მის კომპანიას დაუხეთქა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქციისთვის ცისარტყელის ფერებში გამზადებული და ჰელიუმით გაბერილი პრეზერვატივები.

აიისა – პოლიციამ საჩვიდმეტმაისოდ გაბერილი პრეზერვატივები გაგვიხეთქა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.