ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხონში ბუხრინწებს მიაგნო

26 ივნისი, 2018 • 5568
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხონში ბუხრინწებს მიაგნო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხონში ორი ბუხრინწა აღმოაჩინეს.

სამსახურის ცნობით, თანამშრომლები ხონში მდებარე ერთ-ერთ საცოხვრებელ სახლში შესაბამისი შეტყობინების შემდეგ გამოცხადდნენ.

ბუხრინწები უკვე გადაეცა თბილისის ზოოლოგიურ პარკს. შემდგომში მათი ველურ ბუნებაში დაბრუნების მიზნით.

ბუხრინწა ბუსნაირთა რიგის ფრინველია. გავრცელებულია თითქმის ყველგან, გარდა პოლარული და გაუდაბნოებული რეგიონებისა, მათ შორის, ევროპაში, სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში.

 

ბუხრინწები. ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი