ავტომობილები, რომელთა საჭეც 2018 წლის იანვრიდან გადაიტანეს, ინსპექტირებას ვერ გაივლიან

მარჯვენასაჭიანი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ისევე გაივლიან, როგორც სხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებები. თუმცა, ის მარჯვენასაჭიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2018 წლის პირველი იანვრიდან, აღნიშნული თარიღის შემდეგ, საჭის მართვის სისტემაში დამატებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან.

გარდა ამისა, ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც გაიარეს პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან და ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირდა საჭის მდებარეობა, შემდგომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას მისი მდებარეობის შემდგომი ცვლილების (საჭის გადატანის) შემთხვევაში ვერ გაივლიან.

ტექდათვარიელების საკითხებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირთათვის ცხელი ხაზი – 14 84 მოქმედებს. ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მოკლედ: 

  • საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილების მიხედვით, “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ტექდათვალიერება 2017 წლის 31 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა შემდგომ ეს ჩანაწერი ამოიღეს.
  • კორექტირებული რეგლამენტის მიხედვით, რომელიც მთავრობამ პარლამენტის მიერ უფლემაბოსილების გადაცემის გარეშე მიიღო, 2020 წლის 1 იანვარი განისაზღვრა იმ თარიღად, როდესაც ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მცირე გამონაკლისის გარდა) გავლილი უნდა ჰქონდეს ე.წ. ტექდათვალიერება.
  • ტექნიკური ინსპექტირების გადავადებას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, რომელმაც განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობის ინტერესებს არ შეესაბამება.
  • 2016 წლის ივნისში საქართველოში manifest.ge-ზე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების მოთხოვნით, სადაც  IEA-ს კვლევის მონაცემები იყო მითითებული.  კვლევის თანახმად , საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. პეტიცია 10 ათასი ხელმოწერით საქართველოს პრემიერ–მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს გაეგზავნა, რომელმაც განაცხადა, რომ ავტომობილების დათვარიელება აუცილებლად უნდა აღდგეს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან