ახალი ამბები

თბილისში ორ უცხოელს სცემეს

26 ივნისი, 2018 • 1447
თბილისში ორ უცხოელს სცემეს

25 ივნისს თბილისში, ისნის რაიონში, ორ უცხოელს სცემეს. შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ქართველებსა და უცხოელებს შორის ჩხუბი მოხდა. კითხვაზე, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც თუ არიან, შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დამატებითი დეტალების შესახებ ვერ ისაუბრებენ.

შსს-ს ცნობითვე, დაშავებულები საუდის არაბეთის და აშშ-ის მოქალაქეები არიან. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი