ახალი ამბები

მამუკა ბახტაძე დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე დღეს ბრიფინგს გამართავს

26 ივნისი, 2018 • 1831
მამუკა ბახტაძე დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე დღეს ბრიფინგს გამართავს

დღეს, 12:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. ინფორმაცია ნეტგაზეთს მთავრობის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

დღესვე, მამუკა ბახტაძის ბრიფინგის დასრულების შემდეგ, მთავრობის სხდომა გაიმართება.

“ნეტგაზეთის” წყაროს ცნობით, გაერთიანებული სამინისტროს სახით ჩამოყალიბდება განათლების, სპორტისა და კულტურის უწყებები; სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება, დევნილთა სამინისტრო კი ჯანდაცვის უწყებას შეუერთდება.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, განიხილება სამი გაერთიანებული სამინისტროს ჩამოყალიბება

მასალების გადაბეჭდვის წესი