SOLO და Eastern Promotions წარმოგიდგენთ ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტებს

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის სერ ელტონ ჯონის კონცერტები ახლოვდება. 30 ივნისსა და პირველ ივლისს, Black Sea Arena-ზე, მომღერალი საკუთარ ბენდთან ერთად ორ კონცერტს გამართავს. Black Sea Arena-ზე დაგეგმილი შოუები, იქნება ერთადერთი, რომელსაც ელტონ ჯონი 2018 წელს ევროპაში ჩაატარებს.

წინასაკონცერტო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, 25 ივლისს, ბათუმის პორტში ჩამოიტანეს მომღერლის როიალი, ბენდის წევრების მუსიკალურ ინსტრუმენტებთან და სხვა სასცენო აღჭურვილობასთან ერთად.

ბევრმა არ იცის, რომ სერ ელტონ ჯონი ფეხბურთის დიდი მოყვარულია.  ორგანიზატორებს მუსიკოსის სხვა ბევრ მოთხოვნასთან ერთად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება მოუხდათ – მომღერლის კულისებში აუცილებლად უნდა იყოს ტელევიზორი, რომელშიც მუდმივად სპორტული არხები იქნება ჩართული.

კომპანია „ისთერნ პრომოუშენსმა“ არამხოლოდ ელტონ ჯონის სურვილები დააკმაყოფილა, არამედ კონცერტზე მისულ საზოგადოებაზე, განსაკუთრებით კი სპორტის მოყვარულებზე იზრუნა. 30 ივნისსა და პირველ ივლისს, „ბლექ სი არენას“ კარი საღამოს 17:00 საათზე გაიღება, ადგილზე მისული მაყურებლისთვის კი კონცერტის დაწყებამდე,  დიდ ეკრანზე უჩვენებენ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალებს.

ელტონს ჯონისა და მისი ბენდის კონცერტამდე ე.წ. „ვორმ აფზე“ მსმენელის განწყობაზე ნიუ იორკული კლუბის − Groove-ის ჯაზბენდი Kennedy Administration-ი იზრუნებს. ვარსკვლავური შემადგენლობის ბენდი კონცერტის დასრულების შემდეგ, ბათუმში, კლუბ UP2YOU-ში, ე.წ. After Party-ზეც შემოგვთავაზებს Live კონცერტს.

დაუვიწყარი კონცერტების გამართვამდე,  Kennedy Administration-მა ქართველ მსმენელს ვიდეო-მიმართვაც გამოუგზავნა:

SOLO Presents Kennedy Administration After Party

ლეგენდარული Elton John-ის კონცერტები Black Sea Arena-ზე და განსაკუთრებული After Party ბათუმში Kennedy Administration-თან ერთად ახლოვდებაარ გაუშვათ ხელიდან შანსი, გახდეთ ამ განსაკუთრებული დღესასწაულის მონაწილე, შეიძინეთ After Party-ის ბილეთები tkt.ge-ზე: bit.ly/2ytNq6S#SOLOLifestyle #SOLOentertainment

Posted by SOLO on სამშაბათი, 19 ივნისი, 2018

საქართველოს რკინიგზამ, სპეციალურად სერ ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტისთვის დამატებითი სპეცრეისიც დანიშნა.

გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი, ბრიტანელი მუსიკოსი „Wonderful Crazy Night “-ის პროგრამით საქართველოს პირველად ეწვევა. ელტონ ჯონი ქართველი მსმენელის წინაშე შეასრულებს, როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე, სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან – „Wonderful Crazy Night“.

რიგით 33-ე ალბომი – „Wonderful Crazy Night“, მუსიკოსმა 2016 წელს გამოუშვა. ალბომში შესულმა ჰიტებმა ბრიტანული ჩარტების მოწინავე პოზიციები სწრაფადვე დაიკავა.

წელს ლეგენდარულმა ბრიტანელმა მომღერალმა მსოფლიო მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია. სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე მუსიკოსმა ისაუბრა სამომავლო გეგმების შესახებ და განაცხადა, რომ 2018 წლის შემოდგომაზე იწყებს ბოლო მსოფლიო ტურნეს, სახელწოდებით – Elton Farewell Tour. ტურნე  სამი წლის განმავლობაში, 2021 წლამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოა სწორედ ის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ელტონ ჯონი 2018 წელს კონცერტებს გამართავს.

250 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი და მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული 4 000-ზე მეტი წარმოდგენა – 50 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, ლეგენდარულ ელტონ ჯონს, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა ოსკარი, ოქროს გლობუსი, 6 გრემისა და 4 ბრიტანული მუსიკის ჯილდოები და სხვა. ლეგენდარულმა მომღერალმა მუსიკალური ნაწარმოებები შექმნა, როგორც სასცენო წარმოდგენებისთვის, ასევე ცნობილი ფილმებისთვის – The Lion King, Elton John and Tim Rice’s Aida და სხვა.

1996 წელს, ელტონ ჯონს მუსიკალურ ინდუსტრიასა და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის კომანდორისა და რაინდის წოდება მიენიჭა.

1980-იანი წლებიდან, ელტონ ჯონი აქტიურად მონაწილეობს შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ კამპანიაში.  1992 წელს, მან  „ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდიც“ დააარსა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი