ახალი ამბები

“ნუ ვანგობს” – ოქრიაშვილი ჭიჭინაძეზე

25 ივნისი, 2018 • 1703
“ნუ ვანგობს” – ოქრიაშვილი ჭიჭინაძეზე

“დავით ჭიჭინაძის განცხადებებზე მე კომენტარს არ გავაკეთებ… იმიტომ, რომ ეს განცხადება არასერიოზულია”, – ეს კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა გააკეთა თანაგუნდელ დავით ჭიჭინაძეზე, რომელიც 2020 წლამდე ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

“დავით ჭიჭინაძე ნუ ვანოგბს აქ რაღაცებზე. არანაირი კრიზისი ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენ და მოსახლეობასაც არ გვაწყობს განვითარების ტემპები, მაგრამ [განვითარების] მეტ-ნაკლებად მისაღები დონე არ ნიშნავს კრიზისს”, – ამბობს ოქრიაშვილი.

1TV-ის ცნობით, დავით ჭიჭინაძემ გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების ჭრილში ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს, კახი კახიშვილს კი იუსტიციის და სასჯელაღსრულების გაერთიანებული უწყება უნდა ჩააბარონ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი