ივნისის ბოლოს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე გაიზრდება

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 25 ივნისიდან თვის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. როგორც “ნეტგაზეთს” სააგენტოში განუცხადეს, თბილისში ჰაერის ტეპმერატურა 27-29 ივნისს მოიმატებს და 34-36 გრადუსს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში 25-26 ივნისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28-დან 33 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთში კი 30-დან 35 გრადუსამდეა ნავარაუდევი.  როგორც სააგენტოში”ნეტგაზეთს” განუცხადეს, 25-26 ივნისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი.

27-29 ივნისს, თვის ბოლომდე, სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, ტემპერატურა 34-36 გრადუსამდე იქნება. 27-28 ივნისიდან თვის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში ღამის და საღამოს საათებში შესაძლოა იყოს ხანოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატრა დასავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი. კერძოდ, 28 ივნისს ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა 35-39 გრადუსს მიუახლოვდეს. აჭარაში 30-32 გრადუსს ვარაუდობენ, ფოთსა და ანაკლიაში კი 33-35 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ თვის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 29-30 ივნისს დაიკლებს და 30-32 გრადუსამდე შემცირდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.