მამუკა ბახტაძე მეზღვაურებს – ყოველწლიურად ეკონომიკაში თქვენი შენატანი 400 მლნ ლარს აჭარბებს

დღეს, 25 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ქართული ეკონომიკის ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება. საზღვაო ტრანსპორტის განვითარება.

“ყოველწლიურად თქვენი შენატანი ჩვენს ეკონომიკაში 400 მლნ ლარზე მეტია. ეს მნიშვნალოვანია, მაგრამ ამას კიდევ უფრო სჭირდება განვითარება. ძლიან მიხარია რომ თქვენი პროფესია ახალგაზრდებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჩვენ ყველა წამყვან სახელმწიფოსთან, მათ შორის ევროკავშირის 17 ქვეყანასთან გაფორმებული გვაქვს შესაბამისი მემორანდუმი, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენი პროფესია მსოფლიოს ყველა წერტილში წარმოადგინოთ,”-განაცხადა პრემიერმა.

მეზღვაურთა საერთაშორისი დღეს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან, ყოველი წლის 25 ივნისს აღინიშნება. საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, 2011 წლიდან აღნიშნავს ამ დღეს. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 9 500 მეზღვაურია რეგისტრირებული.

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.