ახალი ამბები

თურქეთის საარჩევნო კომისია: ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ერდოღანმა მიიღო

25 ივნისი, 2018 • 2345
თურქეთის საარჩევნო კომისია: ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ერდოღანმა მიიღო

თურქეთის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ პირველი ოფიციალური განცხადება გაკეთდა.

კომისიის თავმჯდომარის, სადი გიუვენის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიღო. მისი თქმით, დათვლილია ხმათა 97.7%, ჯერ კიდევ დაუთვლელი ხმები კი საბოლოო შედეგს ვეღარ შეცვლიან.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, გიუვენის თქმით, 10%-იანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტში შედიან შემდეგი პარტიები: “სამართლიანობისა და განვითარების პარტია”, “რესპუბლიკური პარტია”, “ხალხთა დემოკრატიული პარტია”, “კარგი პარტია” და “ნაციონალისტური მოძრაობის პარტია”.

არჩევნების ოფიციალური შედეგები ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. წინასწარი შედეგების მიხედვით კი, რომელსაც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს, ხმები ასე გადანაწილდა:

საპრეზიდენტო არჩევნები

რეჯეფ თაიფ ერდოღანი(სამართლიანობის და განვითარების პარტია) – 52.38%

მუჰარემ ინჯე(რესპუბლიკური პარტია) – 30.79%

სელაჰათინ დემირთაში(ხალხთა დემოკრატიული პარტია) – 8.30%

მერალ აქშენერი(კარგი პარტია) – 7.42%

საპარლამენტო არჩევნები

[სახელისუფლებო] სახალხო ალიანსი(ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტია”; “ნაციონალისტური მოძრაობის პარტია”) – 53.61%

[ოპოზიციის] ეროვნული ალიანსი(“რესპუბლიკური პარტია”; “კარგი პარტია”; “ბედნიერების პარტია”; “დემოკრატიული პარტია”) – 34.05%

“ხალხთა დემოკრატიული პარტია” – 11.60%

მასალების გადაბეჭდვის წესი