ახალი ამბები

თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, არჩევნებში ერდოღანი და მისი პარტია ლიდერობენ

24 ივნისი, 2018 • 3839
თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, არჩევნებში ერდოღანი და მისი პარტია ლიდერობენ

პირველადი შედეგების მიხედვით, რომელსაც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს, თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი პარტია ლიდერობენ.

პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, ერდოღანი თითქმის 57%-ით ლიდერობს. მას მოსდევს მუჰარემ ინჯე “რესპუბლიკური პარტიიდან” 28%-ით. მოცემული შედეგებით, “კარგი პარტიის” მერალ აქშენერმა 7.50%, “ხალხთა დემოკრატიული პარტიის” კანდიდატმა სელაჰათინ დემირთაშმა კი 6% მოაგროვა.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს: მოცემული შედეგებით, პირველ ადგილზე ერდოღანისა და ნაციონალისტების პარტიების ალიანსია, თითქმის, 61%-ით. მეორე ადგილზე 4 ოპოზიციური პარტიის(“რესპუბლიკური პარტია”, “კარგი პარტია”, “ბედნიერების პარტია”, “დემოკრატიული პარტია”) ალიანსია, თითქმის,  29%-ით. ოპოზიციურ ალიანსს ქურთების “ხალხთა დემოკრატიული პარტია” მოსდევს 8.63%-ით.

ეგზიტპოლის შედეგებს უკვე გამოეხმაურა “რესპუბლიკური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატი მუჰარემ ინჯე, რომელმაც “ანადოლუ” მანიპულაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აღნიშნულ შედეგებს არ ენდობა.

იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანი კვლავ პრეზიდენტი გახდება, მისი პარტია კი პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, თურქეთი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავა. აღჯიშნული ცვლილება ერდოღანს ძალაუფლებას უზრდის და 2023 წლის(მეორე ვადის ამოწურვის) შემდეგ არჩევნებში კვლავ მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

თურქეთის არჩევნები: წინასწარი შედეგები სახელმწიფო მედიის მიხედვით [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი