ახალი ამბები

ანონსი – 23 იანვარი

23 იანვარი, 2014 • • 1034
ანონსი  – 23 იანვარი

09:30 –  სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი სურსათის უვნებლობის კონფერენციას გახსნის. 

თემა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია საქართველოში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების დახვეწის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებს შორის დარგის პოლიტიკის თაობაზე დისკუსიებს იწყებს.

10:00 –  სასტუმრო “თბილისი მარიოტში,” პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის-სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ფუნქციონირების საკითხებთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა დაიწყება. 

10:30 – არასაპარლამეტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდებიან

თემა: საარჩევნო რეფორმა და თვითმმართველობის რეფორმა.
მის: კრწანისის ქ. #51, ბრიტანეთის საელჩო; საკონტაქტო პირი ნინო ძაგანია – 574 92 73 73

 

10:50 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ბრიფინგს გამართავს. 
თემა: უკრაინაში არსებული მდგომარეობა; საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი; მთავარი პროკურორი.

11:00-  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ბუკია კახეთის მხარის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდებიან. 
თემა: მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია.
მის: ქ. თელავი, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, III სართული.

11:00 –  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს შეხვდება.
მის: აღმაშენებლის გამზირი #68 

11:30 –  სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” პროექტის “რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის” ფარგლებში, ICOMOS-ის ეროვნული კომიტეტების წარმომადგენლები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხებზე სამინისტროებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან. 

11:30 –  საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – თბილისელების” თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი.

11:30 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ბრიფინგს გამართავს. 
თემა: მდგომარეობა უკრაინაში; მთავარი პროკურორი. 

12:00 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.

13:00 – “პირველის” პრესკლუბში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: უკრაინაში განვითარებული მოვლენები. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართული. საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

13:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პრესკონფერენციას გამართავს.

13:30 –  “პირველის” პრესკლუბში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: უკრაინაში განვითარებული მოვლენები; სოჭის ოლიმპიადა. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

14:00 –  სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია არასამთავრობო სექტორისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

4:00 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბრიფინგს გამართავს. 
თემა: კეზერაშვილის სასამართლო პროცესი; მთავარი პროკურორი. 

15:00 –  კოლიცია “ევრაზიული არჩევანი – საქართველოს” ლიდერი არჩილ ჭოიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანთა კავშირის” თავმჯდომარე ელგუჯა ქოციაშვილი ბიფინგს გამართავენ. 
თემა: “მრავალეროვანთა კავშირის” კოალიციაში გაერთიანება; კოალიციის მომვალი გეგმები. 
მის: ჭანტურიას ქ. #10, სასტუმრო “თორი” ; საკონტაქტო ტელ: 591 11 15 95; 295 03 64

16:00 – სახალხო დამცველის ოფისში ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე მომუშავე დროებითი საზოგადოებრივი საბჭოს სხდომა გაიმართება.

16:00 –  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

17:00 –  იუსტიციის სახლში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროსაბჭოს კომისარს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნილს მუჯნიეკსის შეხვდება.

17:00 – ეროვნულ მუზეუმში ღონისძიება საქართველო-იტალიის ერთობლივი არქეოლოგიური პროექტები” გაიმართება.
მის: შოთა რუსთაველის გამზირი #3

მასალების გადაბეჭდვის წესი