“გირჩის” ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს

“გირჩის” თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ, პარტიის ოფისში გამართულ ყრილობაზე შედგა. თავმჯდომარის ასარჩევად სულ 150 დელეგატის ხმა იყო საჭირო.

პარტიული ყრილობა “გირჩის” ოფისის ეზოში, ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა. პარტიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტების პარალელურად, “გირჩის” წევრებმა მწვადებიც შეწვეს და ყრილობის ოფიციალური ნაწილის შედეგები აღნიშნეს.

“გირჩის” სახელით მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბ ჯაფარიძე იღებს მონაწილეობას. არჩევნებამდე პარტიული სტრუქტურის დაკომპლექტება აუცილებელი პროცედურული მოთხოვნა იყო.

"გირჩის" ყრილობა. ფოტო: ანა გვარიშვილი

“გირჩის” ყრილობა. ფოტო: ანა გვარიშვილი

"გირჩის" ყრილობა. ფოტო: ანა გვარიშვილი

“გირჩის” ყრილობა. ფოტო: ანა გვარიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან