მიშელ უელბეკი და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" დირექტორი თინა მამულაშვილი თბილისის აეროპორტში. ფოტო: "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"

მწერალი მიშელ უელბეკი თბილისშია

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი თბილისშია. ის საქართველოში გამთენიისას ჩამოვიდა.

მწერალი დღეს, 23 ივნისს, 12:00-ზე პრესკონფერენციას გამართავს, 25 ივნისს, 20:00-ზე კი მკითხველებს რუსთაველის თეატრში შეხვდება.

მწერალი საქართველოში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით იმყოფება.

მიშელ უელბეკი 1958 წლის 26 თებევრალს საფრანგეთში დაიბადა. წერს ესეებსა და თხზულებებს, გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული და სიმღერების ალბომიც. გასულ წლებში უელბეკის არაერთი რომანი, მათ შორის, “კუნძულის შესაძლებლობა”, “მორჩილება” და “პლატფორმა” ქართულადაც ითარგმნა.

მიშელ უელბეკი და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" დირექტორი თინა მამულაშვილი თბილისის აეროპორტში. ფოტო: "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"

მიშელ უელბეკი და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” დირექტორი თინა მამულაშვილი თბილისის აეროპორტში. ფოტო: “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან