ახალი ამბებისაზოგადოება

მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს

22 ივნისი, 2018 • 2607
მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს

შსს-ს ცნობით, მცირეწლოვან ტყუპებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს.

დაკავებულია 1971 წელს დაბადებული ი. ტ.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2017 წელს დაბადებულ ტყუპ და-ძმას სისტემატურად სცემდა. ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ ბავშვებზე მისი ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა, რის შესახებაც მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ 22 ივნისს გავრცელებულ ცნობაში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი